გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
მარტვილის მუნიციპალიტეტში, შპს „მარტ-სტოუნის" სასარგებლო წიაღისეულის (კირქვის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33520
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 17 იანვარს, 14:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ადმინისტრაციულ შენობაში.