გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33602
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება
1. 2022 წლის 10 თებერვალს 10:00 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ერთეული შენობა.
2. 2022 წლის 10 თებერვალს 16:30 სთ-ზე. მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
3. 2022 წლის 11 თებერვალს 10:30 სთ-ზე. მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
4. 2022 წლის 11 თებერვალს 16:30 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხაკოურას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.