გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფ. პატარა ფოთში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33705
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 23 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.