ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე. 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე. 

კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.  წინა წლებში ჩატარებული  საჯარო განხილვის შემდგომ, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები,  შეძლებისდაგვარად აისახა კანონპროექტში. 

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს:

• ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება;
• ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით;
• ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს;
• გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.

დაინტერესებულ პირებს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაუგვიანეს 2022 წლის 9 იანვრისა, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:  nona.khelaia@mepa.gov.ge; liana.giorgadze@mepa.gov.ge; 

საჯარო განხილვა გაიმართება 2022  წლის იანვარში, ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გეცნობებათ.

ბიოლოგიური-მრავალფეროვნების-შესახებ-კანონის-პროექტი-12-2021.pdfს
განმარტებითი-ბარათი-კანონი-ბიომრავალფეროვნების-შესახებ-12-2021.pdf