ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ქ. თბილისი

2022  წლის 28 იანვარს, 15:00 საათზე, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა  ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე.

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა 2019 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF)  მხარდაჭერით დაიწყო.

სამუხის ველი ქურციკების ერთადერთი საბინადრო გარემოა საქართველოში; შესაბამისად, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ზურმუხტის ქსელის და სპეციალური დაცული ტერიტორიების თვალსაზრისით, სამუხის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული კანონპროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების  წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2022 წლის 27 იანვრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   Teona.Karchava@mepa.gov.ge

დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://us02web.zoom.us/j/85827724703?pwd=SldwZmdReDI0OWxCMEhFRitMNjU1UT09 

იხ.დოკუმენტი: საქართველოს კანონი - ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ