გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფ. ყულევში, შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 9 მარტის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33737
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 1 მარტს, 15:00 სთ-ზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.