გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ქ. თბილისში ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეროშენადნობების ქარხნის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33753
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 9 მარტს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის გამგეობის შენობა.