2022 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მის: გ. გულუას 6) „თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ „კავკასიის ბუნების ფონდის’’ (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, GEF/UNDP პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა’’ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკისთვის, საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ” დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური (subject): საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3hfsFit