2022 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მის: გ.გულუას 6) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს ,,მ3“.
2021 წლის 20 დეკემბერს, კომპანიამ სააგენტოში შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა:
* ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
* ჯამური ცხრილები და დაპროექტებული ღონისძიებები;
* ტაქსაციური აღწერები უბნების მიხედვით (ჯამში, 10 უბანი);
*კარტოგრაფიული მასალები.
შენიშვნებისა და კომენტარებისთვის, 24 იანვრამდე, დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს გიორგი კაპანაძეს (ელ.ფოსტა giokapana14@gmail.com).
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3KlPXko