ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ქ. თბილისის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნეს.

შეხვედრას საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გეგმის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინეს. საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საჯარო განხილვა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. 

საჯარო განხილვები