ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ფოტოკონკურსი თემაზე: ნიადაგი ურბანულ ქალაქებში

ფოტოკონკურსი თემაზე: ნიადაგი ურბანულ ქალაქებში

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის!

კონკურსის მიზნებია

     ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

     ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში (პუბლიკაციებში, დოკუმენტებში, პრეზენტაციებში)

     ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება

     ურბანიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება — მრეწველობისა და წიაღისეულის მოპოვების გავლენის ასახვა ნიადაგზე

     ნიადაგის ეკოსისტემაზე ურბანიზაციის ზეგავლენის წარმოჩენა — ფოტოსურათებზე შესაძლებელია აისახოს მცენარეთა ან სხვა ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობა ურბანულ გარემოში.

ფოტოსურათების წარდგენის წესი

     თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ხუთი ფოტო

     ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. ფაილის გადმოსაგზავნად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ფაილგადამცემი სერვისი, მაგალითად,WeTransfer

     თითოეულ ფოტოს უნდა ჰქონდეს სათაური და მოკლე აღწერა (მაქს. 150 სიტყვა) — სად და როდისაა გადაღებული და რას ასახავს

     წარდგენილი ფოტო მასალა არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს (სავაჭრო ნიშანი, პირადი ცხოვრება, პუბლიკაციის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები)

     ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ბრენდების სახელები, ლოგოები ან სავაჭრო ნიშნები

     გამოგზავნისას, მიუთითეთ სახელი, გვარი, ასაკი, კონტაქტი, ფოტოს სათაური და მოკლე აღწერა.

პირობები და საავტორო უფლებები

     წარდგენილ ფოტოებზე საავტორო უფლებები დაცული იქნება.

     ფოტოს გამოქვეყნებისას ყოველთვის მიეთითება ავტორის სახელი

     მონაწილეობა გულისხმობს თანხმობას, რომ EIEC-ს შეეძლება გამოიყენოს ფოტო საინფორმაციო მასალებში, პრეზენტაციებში, პუბლიკაციებსა და სოციალურ არხებზე

ტექნიკური მოთხოვნები

     ფორმატები: .jpeg .png

     ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის არა ნაკლებ 18 მეგაპიქსელისა და მაქსიმუმ 3 MB.

     მიიღება როგორც ფერადი, ისე შავთეთრი ნამუშევრები

     ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ლოგოები, ბრენდების სახელები ან სავაჭრო ნიშნები

ჟიური

შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება გარემოს დაცვის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტებისგან.

პრიზები

     აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები

     გამარჯვებულები მიიღებენ

1) აიპადი

2) ქრომბუქი

3) ქრომბუქი

                   გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოქვეყნდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში

ვადები

     ანცხადებების მიღება დაიწყება 3 ნოემბერს,2025წელი

     განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 21ნოემბერი,2025წელი

საჯარო განხილვების არქივი