ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „აი ჯი ენერჯის“ მიერ მდ. მულხურაზე 40.2 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

სამეგრელო და ზემო სვანეთი, მესტია, ლატალის თემი, ლატალის თემში არსებულ გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „აი ჯი ენერჯის“ მიერ მდ. მულხურაზე 40.2 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge  

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/9536ef1f-5004-4f43-a2e5-dec59283e5aa

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2024 წლის 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 

• 2024 წლის 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტი, ლენჯერის თემის პირველი საჯარო სკოლის შენობაში

 • 2024 წლის 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტი, ლატალის თემში არსებულ გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსში

 საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.