ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანის“ მიერ მეტალურგიული (არმატურის წარმოება) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. აღთაქლა, სოფ. აღთაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანის“ მიერ მეტალურგიული (არმატურის წარმოება) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7d590b7f-ac6a-4971-9e0f-c9341a4f3354

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

• 2024 წლის 7 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. აღთაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.