გეოლოგის პროფესიული დღის აღსანიშნავად, თბილისის N63-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა მოსწავლეებს საქართველოს გეოლოგიური მრავალფეროვნების, გეოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებისა და საფრთხეების, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული წიაღისეული სიმდიდრეების და მათი მოპოვება-გამოყენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მოსწავლეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაც დაათვალიერეს და იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს გაეცნენ, რომლებიც გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად გამოიყენება.