საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა)“ ფარგლებში გეგმავს ტრენინგს „ქარსაფარი ზოლების მართვა-მენეჯმენტი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, ქარსაფარის ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას.
ტრენინგმოდული მოიცავს ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში Zoom - ის პლატფორმის მეშვეობით.
ბმული: https://us06web.zoom.us/j/82189797753
Meeting ID: 821 8979 7753
ტრენინგები დაგეგმილია შემდეგ რიცხვებში, შესაბამის რეგიონებში:
14-15 აპრილი, 17:00-20:00 საათი - კახეთის რეგიონი;
28-29 აპრილი, 17:00-20:00 საათი - სამეგრელოს რეგიონი, იმერეთის რეგიონი, გურიის რეგიონი;
1-2 მაისი, 17:00-20:00 საათი - შიდა ქართლი; ქვემო ქართლი
3-4 მაისი, 17:00-20:00 საათი - სამცხე-ჯავახეთი;
5-6 მაისი, 17:00-20:00 საათი - მცხეთა - მთიანეთი.
ტრენინგებზე დარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1nl2ZjJqNwrGsGmq-wxSU70aEUfo2nnLIClEzd5wngdU/edit
დამატებითი ინფორმაციისთვის ტრენინგებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ასისტენტი ანა შამათავა (ტელ: 591 98 91 09 ელ.ფოსტა: Ana.Shamatava@eiec.gov.ge).