გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ „ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/31d1acdf-3865-45d5-a1af-2b4209e73bc3
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 22 მაისს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბრას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 22 მაისს, 16:30 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 23 მაისს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ოფურჩხეთის ბიბლიოთეკის შენობაში
• 2025 წლის 23 მაისს, 15:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. დღნორისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.