ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგრარული დარგის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა

აგრარული დარგის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა

აგრარული დარგის სპეციალისტებისა და ექსტენციის სამსახურების წარმომადგენელებისთვის, ასევე, პროფესიული კოლეჯების აგრარული პროფილის პედაგოგების და სტუდენტებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის შესახებ ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგები იმერეთისა და აჭარის რეგიონში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (ფაზა 3)“ ფარგლებში გაიმართა. 

სწავლების მონაწილეები გაეცნენ სადემონსტრაციო ნაკვეთის დაგეგმვის პრინციპებს და მეთოდოლოგიებს ახალი ტექნოლოგიების გაზიარებისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის. ტრენინგები ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

საჯარო განხილვები