ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ჯიდიეი დანრეს“ მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 80.0 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია

შიდა ქართლი, გორი, სოფ. ბნავისი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბნავისის საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ჯიდიეი დანრეს“ მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 80.0 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარხუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/ea549f49-34fc-4bf5-847b-45cac8350e05

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

· 2025 წლის 15 ივლისს, 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. სკრას ადმინისტრაციულ ერთეულის შენობაში
· 2025 წლის 15 ივლისს, 14:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კოშკების რიტუალების სახლის შენობაში 
· 2025 წლის 16 ივლისს, 12:00 საათზე, ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ქ.გორი, გრიგოლ ფერაძის №5),
· 2025 წლის 16 ივლისს, 14:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბნავისის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.