ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურს „მწვანე ჯილდოს” ათეული გამოვლინდა

კონკურს „მწვანე ჯილდოს” ათეული გამოვლინდა

5 ივნისს, კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებული გამოვლინდება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე,  ფინალში გადასული მონაწილეებიდან „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი გახდება: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების/ბაგა-ბაღის აღმზრდელი/მეთოდისტი და  დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

ვინ გახდება 2022 წლის „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი?

2022 წლის საბავშვო ბაღის „მწვანე ჯილდოს”  ფინალისტები არიან აღმზრდელები:

თეა ქემოკლიძე - იმერეთი, თერჯოლა, ღვანკითის საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი;
ნინო ბერძენაძე - იმერეთი, ქუთაისი, N23 ბაგა–ბაღის მეთოდისტი;
ნონა მარგოშვილი - კახეთი, ახმეტა, დუისის N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი;
ლელა ძაძამია - თბილისი, N86 საბავშვო ბაგა ბაღის აღმზრდელი;
ანანა კაპანაძე - თბილისი, 75-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი;
თამარ კახურაშვილი - თბილისი, N37 ბაგა-ბაღის აღმზრდელი;
თამარ გოქაძე - სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, სოფ. კლდის ბაგა-ბაღის აღმზრდელი;
ნინო ჩხაიძე - გურია, ლანჩხუთი, აცანის საბავშო ბაღის აღმზრდელი;
ნატალია ჩილაჩავა - აჭარა, ბათუმი, ქ. ბათუმის N8 ბაგა-ბაღის მეთოდისტი;
ინგა მჟავანაძე - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხობი, N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

2022 წლის „მწვანე ჯილდოს”  ფინალისტები არიან სკოლის პედაგოგები:

თამარ ტურაშვილი - თბილისი, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „AIA GESS“ ბიოლოგიის მასწავლებელი;
ნინო ევსია - სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა, სსიპ N3 საჯარო სკოლისა და შპს სკოლის ,,ქიაჩი” გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
თამარ თასოევი - კახეთი, ლაგოდეხი, სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
დიანა ბერიძე - აჭარა, ხელვაჩაური, სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
ლედი კუთხაშვილი - თბილისი, სსიპ ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელი;
მაია შერმადინი - შიდა ქართლი, გორი, სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლის ბუნებისმცოდნეობის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების მასწავლებელი;
თეონა მახარაძე - ქვემო ქართლი, მარნეული, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
მარინე ფორჩხიძე - იმერეთი, ზესტაფონი, სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის  მასწავლებელი;
ხათუნა ვაშაყმაძე - გურია, ჩოხატაური, სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
თამარ გულორდავა - სამეგრელო-ზემო სვანეთი, მარტვილი, სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის  ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.


საჯარო განხილვების არქივი