ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელები გადამზადდნენ

სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელები გადამზადდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე ჩაატარა.  ტრენინგები „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზების (მეორე ფაზა)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კომუნიკაციის შესახებ ზოგადი ცოდნის მიწოდება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გაძლიერება, კომუნიკაციის არსი და მისი ეტაპები.

ტრენინგების ფარგლებში მიღებული ცოდნა  ექსტენციის თანამშრომლებს ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამაყარებასა და მათთვის საჭირო ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დაეხმარება.

საჯარო განხილვები