გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება-დამუშავების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/79d7eeef-3ec3-45a7-992a-b4f283deff1b
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
•2025 წლის 10 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: კოსტავას ქ. N20)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.