გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ცემენტის საწარმო მოწყობა-ექსპლუატაცია.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/105ee820-6049-45ad-92ba-27aceadae03e
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 9 ივლისი, 14:00 საათი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. საჯავახო ადმინისტრაციული ერთეული შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.