ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეები

მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარემოს დაცვის  თემაზე ლექცია ჩაუტარეს. 

ლექციას მარტვილის პირველი და მეორე საჯარო სკოლების, სოფლების:  ნაგვაზაოს, ხუნწისა და დიდი ჭყონის საჯარო სკოლების მოსწავლეების გარდა  ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარტვილის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. 

ლექცია  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.  

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად ახორციელებს მსგავს შეხვედრებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

საჯარო განხილვები