გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/0ffdffc8-2924-4f53-8bf7-07a53a3c5beb
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 23 ივლისს, 12:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარხანის საჯარო სკოლის შენობაში
• 2025 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბენარას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 24 ივლისს, 10:30 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. საპრასიას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 24 ივლისს, 13:30 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 24 ივლისს, 16:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.