ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შუახევი, სოფ. ვანი, სოფ. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/0ffdffc8-2924-4f53-8bf7-07a53a3c5beb   

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2025 წლის 23 ივლისს, 12:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარხანის საჯარო სკოლის შენობაში
• 2025 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბენარას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 24 ივლისს, 10:30 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. საპრასიას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 
• 2025 წლის 24 ივლისს, 13:30 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 
• 2025 წლის 24 ივლისს, 16:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.