ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი  უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის აქტივობების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის განხორციელების საშუალებების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

 
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცენტრის ახალი ფუნქცია, რომელიც საჯარო განხილვების ორგანიზებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ, მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროში შემავალი უწყებების მუშაობის მიმართულებებსა და სტრუქტურას გაეცნენ.

საჯარო განხილვები