ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვების შემცირების ინოვაციური მიდგომები

ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვების შემცირების ინოვაციური მიდგომები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური მიდგომებისა და გამოგონებების გამოყენების ხელშეწყობას. 

კონფერენციას ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ

საჯარო განხილვები