ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

 თბილისის 153-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულები გახდნენ

თბილისის 153-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულები გახდნენ

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტის – „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ – ფარგლებში, თბილისის 153-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში.

მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც მათ ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე:

კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოში,
სტიქიური კატასტროფების პრევენცია და მართვა,
ინდივიდუალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით საკითხებში,
ბუნებრივი საფრთხეებისადმი მდგრადობის გაზრდის გზები.

ტრენინგები ჩატარდა გარემოსდაცვითი სფეროს წამყვანი ექსპერტების მიერ, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და პრევენციული ქმედებების მნიშვნელობა კლიმატური საფრთხეების პირობებში.

პროექტი „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ემსახურება სკოლის ასაკის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, კლიმატური ცვლილებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უნარების განვითარებას.

საჯარო განხილვები