ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კომიქსების კონკურსი – „გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით"

კომიქსების კონკურსი – „გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით"

კომიქსების კონკურსი – „გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  აცხადებს კომიქსების კონკურსს  საქართველოს 1–5 კლასის მოსწავლეებისთვის. 

კონკურსი ტარდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ბავშვებში ტყის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას შემოქმედებითი ფორმით.

დავალება:

მონაწილეებმა უნდა შექმნან ხელით შესრულებული კომიქსი, რომელიც ასახავს ტყის სამყაროს.
კომიქსში შეიძლება იყოს წარმოდგენილი:
🌳 ტყის ცხოველები და ფრინველები
🌸 ხეები, ყვავილები და სხვა მცენარეები
🌲 ზღაპრული ან რეალისტური ტყის გარემო

 სიუჟეტი:
კომიქსის სიუჟეტი შეიძლება იყოს:
✨ ფანტაზიური
🎨 მხატვრული
📚 შემეცნებითი

აუცილებელია, ნამუშევარს ჰქონდეს პატარა, დასრულებული ისტორია, მაგალითად:

▪️ ერთი ცხოველის თავგადასავალი
▪️ ხის ან მცენარის ისტორია
▪️ ტყის მეგობრების ამბავი
▪️ ტყის დაცვასთან დაკავშირებული გზავნილი
▪️ „ტყის გმირის“ ისტორია

 ფორმატი:

▪️ ნამუშევარი უნდა იყოს ხელით შესრულებული
▪️ თითოეულ ნახატს უნდა ახლდეს მარტივი ტექსტი ან დიალოგი (ასაკის შესაბამისი)

 შეფასების კრიტერიუმები:

▪️ კრეატიულობა და ორიგინალობა
▪️ სიუჟეტის გააზრება და გზავნილი
▪️ ვიზუალური მხარე (ილუსტრაცია, ფერები, პერსონაჟები)
▪️ თემასთან შესაბამისობა (ტყე, ბუნება, გარემო)

მონაწილეები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების 1–5 კლასის მოსწავლეებს.

მონაწილეობის პირობები:

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:
▪️ კომიქსის ფოტოები, მაღალი გარჩევადობით
▪️ მოსწავლის სახელი და გვარი
▪️ კლასი და სკოლა
▪️ საკონტაქტო მასწავლებლის ან მშობლის სახელი და მობილურის ნომერი


ფინალური ეტაპი:
ფინალში გადასული 10 მონაწილე მოწვეული იქნება დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
გამოავლინე შენი ფანტაზია და გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით!

განაცხადების მიღება: 20 აპრილიდან – 20 მაისის ჩათვლით

საჯარო განხილვების არქივი