გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“
2023 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №1431 განკარგულებით დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს ქვემო ქართლს, შიდა ქართლს და მცხეთის მუნიციპალიტეტს. გეგმა გულისხმობს ჰაერის დაბინძურების შემცირების მრავალ აქტივობას, მათ შორის — საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს აღნიშნული ესსეების კონკურსი.
მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII - XII კლასის მოსწავლეებს ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
• თემასთან შესაბამისობა;
• საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება;
• თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი;
• ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი გამართულობა;
განსაკუთრებული პირობა: ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დაწერილი ტექსტები ავტომატურად დაიბლოკება
ტექნიკური მოთხოვნები:
● ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფაილის სახით (შრიფტი – Sylfaen; ზომა – 11; ინტერვალი – 1.15);
● მოცულობა: 300–800 სიტყვა (დაახლოებით 1–3 გვერდი);
● ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.
ნამუშევრების წარდგენის წესი:
ესსეს ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge. სათაურის ველში (Subject ) მიუთითეთ „ესსეების კონკურსი“.
ნამუშევრების წარდგენის საბოლოო თარიღია 10 ოქტომბერი.
დაჯილდოების წესი
კონკურსის შედეგად ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდება 5 ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალისტთა შორის საპრიზო ადგილების განაწილება გამოცხადდება უშუალოდ ცერემონიაზე, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა ფინალისტებს წინასწარ ეცნობებათ.
საპრიზო ფონდი:
● I ადგილი – 500 ლარიანი ვაუჩერი;
● II ადგილი – 300 ლარიანი ვაუჩერი;
● III ადგილი – 200 ლარიანი ვაუჩერი;
● IV და V ადგილები – 100 ლარიანი ვაუჩერი.
საკონტაქტო პირი:
სანდრო კობალაძე
📧 ელ-ფოსტა: Sandro.kobaladze@eiec.gov.ge
📞 ტელ.: 598 71 15 55