გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „რეპსოლის“ მიერ ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქცია-მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 28 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/21a3d115-797d-4053-b1b1-490a3105ae9f
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2025 წლის 9 ივლისს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ. გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში (მის.: დავით აღმაშენებლის ქ. N 99)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.