გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ეიჯი საკაურა ჰაიდრო“ 20.68 მეგავატი დადგმული სიმძლავრის საკაურა-2 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/78e3a412-881d-4b7a-883d-1ed710c83810
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 10 ივლისს, 13:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდეშლების რიტუალების სახლი შენობაში
• 2025 წლის 10 ივლისს, 15:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 10 ივლისს, 17:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაგვანთას რიტუალების სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.