გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვარზე გომი ჰესების კასკადის (გომი 1 და გომი 2 ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/2fd2ba2b-8b09-4560-a4e1-edc59a6b33d7
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 25 აგვისტოს, 13:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხცისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
•2025 წლის 25 აგვისტოს, 16:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
•2025 წლის 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. გომის ძველი ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.