ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მარნეულისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები სტუმრად ცენტრში

მარნეულისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები სტუმრად ცენტრში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მარნეულის მუნიციპალიტეტის და თბილისის სკოლების მოსწავლები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ გარემოსდაცვით პრობლემებზე, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და ბუნებრივი რესურსების არასწორი მოპოვება.გაეცვნენ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, შედეგებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. ლექციის დასასრულს კი მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი. 

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის” ინიციატივით შედგა. 

მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

საჯარო განხილვების არქივი