ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ესსეების კონკურსს თემაზე: „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“

ესსეების კონკურსს თემაზე: „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“
 
2023 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №1431 განკარგულებით დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს ქვემო ქართლს, შიდა ქართლს და მცხეთის მუნიციპალიტეტს. გეგმა გულისხმობს ჰაერის დაბინძურების შემცირების მრავალ აქტივობას, მათ შორის — საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
 
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს აღნიშნული ესსეების კონკურსი.
 
მონაწილეობის პირობები
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII - XII კლასის მოსწავლეებს ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან.
 
შეფასების კრიტერიუმები:
 
• თემასთან შესაბამისობა; 
• საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება;
• თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი; 
• ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი გამართულობა;
 
განსაკუთრებული პირობა: ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დაწერილი ტექსტები ავტომატურად დაიბლოკება
 
ტექნიკური მოთხოვნები:
 
●        ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფაილის სახით (შრიფტი – Sylfaen; ზომა – 11; ინტერვალი – 1.15);
●        მოცულობა: 300–800 სიტყვა (დაახლოებით 1–3 გვერდი);
●        ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.
 
ნამუშევრების წარდგენის წესი:
 
ესსეს ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge. სათაურის ველში (Subject ) მიუთითეთ „ესსეების კონკურსი“.
ნამუშევრების წარდგენის საბოლოო თარიღია 10 ოქტომბერი.
 
დაჯილდოების წესი
 
კონკურსის შედეგად ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდება 5 ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალისტთა შორის საპრიზო ადგილების განაწილება გამოცხადდება უშუალოდ ცერემონიაზე, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა ფინალისტებს წინასწარ ეცნობებათ.
საპრიზო ფონდი:


●        I ადგილი – 500 ლარიანი ვაუჩერი;
●        II ადგილი – 300 ლარიანი ვაუჩერი;
●        III ადგილი – 200 ლარიანი ვაუჩერი;
●        IV და V ადგილები –  100 ლარიანი ვაუჩერი.

საკონტაქტო პირი:
სანდრო კობალაძე
📧 ელ-ფოსტა: Sandro.kobaladze@eiec.gov.ge
📞 ტელ.: 598 71 15 55

საჯარო განხილვების არქივი