ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგროსტიპენდიანტებისთვის შიდა ქართლში სასწავლო ტური გაიმართა

აგროსტიპენდიანტებისთვის შიდა ქართლში სასწავლო ტური გაიმართა

2023-2024 სასწავლო წლის აგროსტიპენდიატებისთვის შიდა ქართლში  გასვლითი სასწავლო ტური გაიმართა. ტურის მიზანი იყო დარგის მომავალი სპეციალისტების და ფერმერების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ინოვაციური აგროტექნოლოგიების გაცნობა და ადგილობრივ ფერმერთა წარმატებული გამოცდილების გაზიარება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დარგით დაინტერესებული პირების მოტივაციის ზრდას, ცოდნის გავრცელებას და აგრარული სფეროს პოპულარიზაციას.

სასწავლო ტურის ფარგლებში,  მონაწილეები რამდენიმე აგროობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ მეწარმეებს, დაეთვალიერებინათ  ინტენსიური ბაღები, სამაცივრე მეურნეობები, გაცნობოდნენ სეტყვასაწინააღმდეგო მოწყობილობებს და სარწყავი სისტემების ინოვაციურ ტექნოლოგიებს. სტიპენდიანტებმა დაათვალიერეს რეგიონში არსებული საკალმახე და სანერგე მეურნეობებიც, გაეცნენ ხარისხიანი ნერგის წარმოების ტექნოლოგიებს, Geo GAP ხარისხის მართვის სისტემებს და ქართული აგრარული პროდუქციის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებს. 

ტურის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები თემებზე: აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემები GEO AKIS, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნება, ტექნოლოგიური ინოვაციები სოფლის მეურნეობაში. 

სასწავლო ტური განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზება" პროექტის ფარგლებში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ადგილობრივი ფერმერებისა და აგროასოციაციების მხარდაჭერით.

საჯარო განხილვები