ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  თანამშრომლებს ახალი დირექტორის მოადგილე მარიამ გორგაძე ოფიციალურად წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორის მოადგილე მარიამ გორგაძე ოფიციალურად წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  თანამშრომლებს ახალი დირექტორის მოადგილე პროფესიით ეკონომისტი, საჯარო მართვის მოხელე მარიამ გორგაძე ოფიციალურად წარუდგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარიამ გორგაძეს  აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანასების მართვისა და ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას ახალი ხედვით მეტად აქტიურად ვმართოთ ეს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ერთობლივად ნამდვილად შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას.  ქალბატონი მარიამი ღირსეულად უპასუხებს ახალ გამოწვევებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მარიამ გორგაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა იქნება არსებულ გუნდთან ერთად წარმატებული საქმიანობის გაგრძელება და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა.

„მსურს, ჩვენი უწყება გამორჩეულად წარმატებული იყოს“, – აღნიშნა მარიამ გორგაძემ.

საჯარო განხილვები