გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „გრინ ფეიფერის“ მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნატახტარში ქაღალდის/მუყაოს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/d442fd16-6155-45e6-bd5e-8c2dd704a09b
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილა გაიმართება:
• 2025 წლის 14 ივლისს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატახტრის კულტურის სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.