გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს. დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ყვარლის მუნიციპალიტეტში, შპს „ყვარლის ბაგას” მესაქონლეობის ფერმის მოწყობა
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 27 იანვრის  ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33585 
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 25 იანვარს, 17:00 სთ-ზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაათსერის საჯარო  სკოლის შენობაში.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯონოულზე 32 მგვტ სიმძლავრის „ჯონოული - 2“ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33605  
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 28 იანვარს, 16:00 სთ-ზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩქუმის საჯარო სკოლის შენობაში.
ქ. თბილისში, შპს „ჯეუ გრუპის“ ასფალტის საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33614  
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 1 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხოფურისა და ნანარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ხოფურზე 5,22 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხოფური 1 ჰესის“ მშენებლობის და ექპსლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33617  
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 3 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხოფურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფ. იანეთში, შპს „იქსენერჯის“ ასფალტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33625  
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 4 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.