გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში 500/110/35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის „იდლიანი 500“- ის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/ac620bdb-98f2-4399-bc2e-3f01d3626aaa
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
•2025 წლის 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის თემის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.