ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგმოდული ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით

ტრენინგმოდული ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა)“ ფარგლებში  გეგმავს ტრენინგს „ქარსაფარი ზოლების მართვა-მენეჯმენტი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, ქარსაფარის ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას.

ტრენინგმოდული მოიცავს ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს.

 

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

  • ფერმერები;
  •  დარგის სპეციალისტები (ექსტენციონისტები);
  •  ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში Zoom - ის პლატფორმის მეშვეობით.

ბმული: https://us06web.zoom.us/j/82189797753

Meeting ID: 821 8979 7753

ტრენინგები დაგეგმილია  შემდეგ რიცხვებში, შესაბამის რეგიონებში:

14-15 აპრილი, 17:00-20:00 საათი - კახეთის რეგიონი;
28-29 აპრილი, 17:00-20:00 საათი  - სამეგრელოს რეგიონი, იმერეთის რეგიონი, გურიის რეგიონი;
1-2 მაისი, 17:00-20:00 საათი  - შიდა ქართლი; ქვემო ქართლი
3-4 მაისი, 17:00-20:00 საათი  - სამცხე-ჯავახეთი;
5-6 მაისი, 17:00-20:00 საათი  - მცხეთა - მთიანეთი. 

ტრენინგებზე დარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1nl2ZjJqNwrGsGmq-wxSU70aEUfo2nnLIClEzd5wngdU/edit


დამატებითი ინფორმაციისთვის ტრენინგებთან დაკავშირებით  საკონტაქტო პირია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ასისტენტი ანა შამათავა (ტელ: 591 98 91 09 ელ.ფოსტა: Ana.Shamatava@eiec.gov.ge).

   

საჯარო განხილვები