ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საჯარო ლექცია ბოტანიკურ ბაღში

საჯარო ლექცია ბოტანიკურ ბაღში

„დედამიწის დღის” ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაწილეობით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ჩვენი პლანეტა, ჩვენი ძალა: განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა”, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი გარემოს მისაღებად. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსმა ნინო ტაბატაძემ ჩაატარა და მას ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა დედამიწის დღის თემა ყოველწლიურად იცვლება და ყურადღებას ამახვილებს ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარ ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, დაბინძურება და სახეობების გადაშენება და სხვა.


საჯარო განხილვები