ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სატყეო სკოლა 2026

სატყეო სკოლა 2026

გინდა უკეთ გაიცნო ტყე, ბუნება და გარემოს დაცვა?

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. სატყეო სკოლა 2026 აცხადებს მონაწილეთა მიღებას!

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
სატყეო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც:
სწავლობენ VII–IX კლასებში; 
ინტერესდებიან ტყის ეკოსისტემებითა და გარემოს დაცვით. 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1-კვირიანი ბანაკი, სადაც თეორიული სწავლება ინტეგრირებული იქნება პრაქტიკულ აქტივობებთან.

შერჩევის პროცესი


პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე. შერჩევის პროცესი ეფუძნება სატყეო სკოლების საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის გერმანიაში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების გამოცდილებას.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება:

მოსწავლის ინტერესი ბუნების, ტყისა და გარემოს დაცვის მიმართ; 
მოტივაცია და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის მზაობა; 
ასაკობრივი შესაბამისობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
გენდერული და გეოგრაფიული ბალანსი; 
სოციალური აქტივობა — გარემოსდაცვით კლუბებში, პროექტებსა ან მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის გამოცდილება. 
შერჩევის ეტაპები:
განაცხადის ფორმის შევსება; 
გასაუბრება. 

რას ისწავლით პროგრამის ფარგლებში?


სატყეო სკოლის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შემდეგ თემებზე:
საქართველოს ტყეები და მათი მნიშვნელობა გლობალურ დონეზე
ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში
ტყის ტიპები და ძირითადი მერქნიანი სახეობები
მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მავნებლები
ტყის მდგრადი მართვის პრინციპები
ტყის ბიომრავალფეროვნება
კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე
ბუნებრივი საფრთხეები და ტყის ხანძრები
ტყის აღდგენა და გაშენება
ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი
დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი
ტყის მონიტორინგი და კანონაღსრულების მექანიზმები
მეტყევის პროფესია და სატყეო განათლების შესაძლებლობები
მედიაწიგნიერება და საზოგადოებასთან ურთიერთობა გარემოს დაცვის პროცესში

მნიშვნელოვანი თარიღები


ბანაკის პერიოდი: 8–14 ივნისი, 2026
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 აპრილი, 2026
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანა ცაცანაშვილი
Ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge
555 20 43 21

რეგისტრაცია
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1Xamwq0MQWhrbw5PD5d6oS7FlVwBq9VrDj3Txft_Ow/edit

საჯარო განხილვების არქივი