გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ველის“ მიერ ნავთობგადამამუშავებელი (საგზაო ბიტუმის წარმოების ) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/b40bf3fb-d3d2-4c99-8f93-f6b4ce550060
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილა გაიმართება:
• 2025 წლის 25 აპრილის, 12:00 საათზე, ქ. თბილისი, სამგორის რაიონის გამგეობის ქვემო სამგორის საუბნო განყოფილების შენობაში (მის: ქ. თბილისი, ქინძმარაულის შესახვევი, კორპუსი N10)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.