გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2021-2024 წლების მეშვიდე ეროვნული ანგარიშის მომზადება.
ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეშვიდე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 24 იანვარს 12:00 სთ-ზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).
ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეშვიდე ეროვნული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით კომენტარების გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 22 იანვრამდე, შემდეგ ელ.ფოსტებზე:
• anna.cholokava@mepa.gov.ge (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს თანამშრომელი ანა ჭოლოკავა)
• info@eiec.gov.ge (გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი)
საზოგადოების მხრიდან კომენტარების დოკუმენტში სათანადოდ ასახვის მიზნით გთხოვთ, მიუთითოთ ანგარიშის შესაბამისი თავი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომელსაც ეხება თქვენი მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და კომენტარი.
საერთაშორისო, რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ ორჰუსის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიშები მათ მიერ განხორციელებული პროგრამების/ქმედებების და არსებული გამოცდილების შესახებ და 2025 წლის 1 თებერვლამდე გაუგზავნონ სამდივნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: aarhus.survey@un.org