გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
მცხეთისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის წიწამური-ავჭალის უბნის (ლოტი #2) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/268cc558-e7bc-41d8-8dd5-32459777aaa7
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 18 თებერვალს, 11:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს თემის დავით გურამიშვილის სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში
• 2025 წლის 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ა(ა)იპ თბილისის N48 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ავჭალა, ალ. მანაგაძის ქუჩა N38)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.