გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე, ქვიშხეთი ჰესების კასკადის (ქვიშხეთი 1 და ქვიშხეთი 2 ჰესის) მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 30 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/8de4855d-aeab-4c3f-b390-3f003a5b783e
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:
• 2025 წლის 27 იანვარს, 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთის კულტურის სახლის შენობაში
• 2025 წლის 28 იანვარს, 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: ტაბიძის ქ. N2)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.