ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდ. ძევრულაზე, ძევრა ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

იმერეთი, თერჯოლა, ქ. თერჯოლა, სოფ. სიქთარვის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდ. ძევრულაზე, ძევრა ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 30 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/f94ffb04-9551-46d3-b5bf-ae772110741d 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება: 

2025 წლის 23 იანვარს, 13:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. სიქთარვის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

2025 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ეწრის საჯარო სკოლის შენობაში

2025 წლის 24 იანვარს, 12:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევრის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.