გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნახშირღელეში შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ფეროშენადნობების საწარმოს და აგლომერაციის უბნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/c20a22c5-c1a2-4dbe-864e-de69321fee28
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2025 წლის 26 ივნისს, 13:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.