გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს „არ ემ ჯი კოპერის“ მიერ მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 3 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/d17641b8-21a6-4d47-8b6a-8cdbde73925a
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2025 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. მუშევანის რიტუალების სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.